logo
ENG



გაეროს წარმომადგენლები ღაზაში არსებულ სიტუაციას "აპოკალიფსურს" უწოდებენ

05 დეკ 202317:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/05/99l258dfwd2xg1s.jpg
Jack Guez/AFP/Getty Images

ისრაელი მიერ საბრძოლო ღონისძიებების სამხრეთ ნაწილში გაფართოების შემდეგ, გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზაში "აპოკალიფსური" სიტუაციაა და მშვიდობიან მოქალაქეებს უსაფრთხო წასასვლელი არ აქვთ.

"ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობთ, რომ ღაზაში ვითარება ვერ გახდება მეტად აპოკალიფსური, ასე ხდება. ხალხს ისევ გადაადგილებისკენ მოუწოდებენ და აიძულებენ ერთი შეუძლებელი არჩევანის შემდეგ, მეორე გააკეთონ. ადამიანის უფლებების მსგავსი აშკარა უგულებელყოფა უნდა შეწყდეს", - განაცხადა გაეროს საგანგებო დახმარების მაღალჩინოსანმა, მარტინ გრიფიტსმა.

მძევლების გაცვლის შესახებ ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ისრაელი საბრძოლო ოპერაციებს ომის მეორე ეტაპს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაზა სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება.

ბოლო ცნობებით, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 63 ჟურნალისტი დაიღუპა. მსხვერპლს შორის 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია.

ჰამასსა და ისრაელს შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა